
მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას აკრძალვებისა და შეზღუდვების ფონზე აღნიშნავენ,- ამის შესახებ BBC-ი წერს. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.
„რატომ არის საქართველო განსხვავებული? კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი მივიდა. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი, საზოგადოებას მოუწოდეს, მეცნიერებს დაუჯერონ. მთავრობამ აღდგომის წინა დღეებში საკუთარი მანქანით გადაადგილებაც აკრძალა. ისინი კი, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, ჯარიმდებიან“, -ვკითხულობთ სტატიაში.
BBC-ი ასევე წერს, რომ რეკომენდაციების მიუხედავად, სასულიერო პირები მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ.

„ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიდან დღემდე ათასობით ადამიანი ტაძრებში თავისუფლად სიარულს აგრძელებს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი წესები შეცვალონ,“- აღნიშნულია სტატიაში.






















