
„ეს ვირუსი ჩვენგან ვერ გაიპარებოდა”, – ამის შესახებ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იუან ჩჟიმნიმ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით იმის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, რომ იგი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია.
„არასდროს დავიჯერებ, რომ კაცობრიობა უკვე ფლობს საკმარისს ცოდნას იმისათვის, რომ მსგავსი ვირუსის სინთეზირება მოახდინოს”, – აცხადებს ჩჟიმნი.
იანვრის ბოლოს, კორონავირუსუსლი ინფექციის შესაძლო ხელოვნური წარმომავლობის შესახებ სენატორმა ტომ კოტონმა განაცხადა.






















