10:40 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც ბებიისა და დედის მკვლელობაშია ბრალდებული

ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც ბებიისა და დედის მკვლელობაშია ბრალდებული

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია.

 

მეზობლების ცნობით, 18 წლის ბიჭი, რომელმაც ღამით, საწოლში მძინარე ბებია და დედა ნაჯახით მოკლა, მიხეილ ზაუტაშვილია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

გარდაცვლილები არიან ბებია, 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და დედა, 45 წლის თამარ ზაუტაშვილი.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

X