19:38 | 2020-04-20 ავტორი: თამთა თორდია

სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ – ივანე მაჭავარიანი 

სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ – ივანე მაჭავარიანი 

სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც,

 

იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

 

„ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა.

 

ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ.

 

ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ. მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა.

 

ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ.

 

შესაბამისად, ესაა ჩვენთვის მთავარი მიზანი “, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს.

 

მინისტრის კომენტარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მსგავსი თემები:

გარანტიას გაძლევთ, რომ 5.5 მილიარდ ჩამოვიტან - რას სთავაზობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობას
2020-04-20გარანტიას გაძლევთ, რომ 5.5 მილიარდ ჩამოვიტან - რას სთავაზობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობას
სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ყველამ კარგად ვიცით - ირაკლი სესიაშვილი
2020-04-20სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ყველამ კარგად ვიცით - ირაკლი სესიაშვილი
ავტორი: თამთა თორდია

X