19:51 | 2020-04-20 ავტორი: თამთა თორდია

დედა მომიკლეს საკუთარ სახლში – თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი ტრაგედიაზე

დედა მომიკლეს საკუთარ სახლში – თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი ტრაგედიაზე

„ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო, რომ სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ“, – ამის შესახებ მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მომღერლის დედა გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.

 

მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

 

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

 

ამავე თემაზე: კაცი, რომლის გასროლილმა ტყვიამ თიკა მახალდიანის დედა იმსხვერპლა, დააკავეს – ვინ არის ის

 

ვაჟა ფშაველაზე ბრმა ტყვიამ ქალი მოხუცი დედის თვალწინ მოკლა - რა იცის ნიკა მელიამ
2020-04-20ვაჟა ფშაველაზე ბრმა ტყვიამ ქალი მოხუცი დედის თვალწინ მოკლა - რა იცის ნიკა მელიამ
ავტორი: თამთა თორდია

X