12:47 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ – ვისზე გაბრაზდა ლევან რატიანი

მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ – ვისზე გაბრაზდა ლევან რატიანი

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად ამ სასიკვდილო სივრცეში იმუშაონ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„რაც ეს ვირუსი გაჩნდა სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა.​ უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით, მინდა ვუთხრა ყველას ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი რომ ყველა უნდა გადავრჩეთ. არავითარ შემთხვევაში არ არის ქილიკის დრო. სამწუხაროდ ისე ვცხოვრობთ, რომ უხილავი მტერი გვაზის.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად ამ სასიკვდილო სივრცეში იმუშაონ.ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები და ჩვენც შეიძლება დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

 

რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში და ჭკუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – „ჭკუას მოუხმონ“. თუ რამე კეთილი სურვილი გააჩნიათ მობრძანდნენ და ყველა გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ“, – თქვა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X