
აშშ-ში დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეს იხსენებენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს აქვეყნებს.
„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეს ამერიკელები იხსენებენ და ფიქრდებიან იმ საშინელ სისასტიკეზე, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა უმცირესობათა და სხვა „არასასურველთა” მიმართ ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომამდე და მის განმავლობაში.
მოდით, გავიხსენოთ მილიონობით გამქრალი სიცოცხლე და კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა, რომ შევინახავთ მათ ისტორიებს, რათა მსგავსი ბოროტება აღარასოდეს განმეორდეს“,- წერია საელჩოს გვერდზე.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეს ამერიკელები იხსენებენ და ფიქრდებიან იმ საშინელ სისასტიკეზე, რომელიც ნაცისტურმა…
Gepostet von US Embassy Tbilisi, Georgia am Dienstag, 21. April 2020
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი.






















