16:43 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყანამ მკაცრი იზოლაციის წესები შეამსუბუქოს

რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყანამ მკაცრი იზოლაციის წესები შეამსუბუქოს

იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ქვეყანამ მკაცრი იზოლაციის წესების შემსუბუქებაზე იფიქროს. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

 

ბიძინა კულუმბეგოვი სამ პირობას ასახელებს, რომლის დროსაც, შესაძლოა ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნას.

 

ეს პირობებია:

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი დადასტურებული შემთხვევები უნდა შემცირდეს;

 

ასევე, გამოვლენილი ახალი შემთხვევების დროს 90%-ში ეპიდემიოლოგებს მოძიებული უნდა ჰქონდეთ კონტაქტები და ჩატარებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევა;

 

სამედიცინო პერსონალში ავადობის შემთხვევები არ უნდა იყოს.

 

„თუ ამ პირობებს დააკამყოფილებს ქვეყანა, მაშინ უკვე ქვეყანა იწყებს ფიქრს, რომ ეს მდგომარეობა შეამსუბუქონ“,- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X