17:47 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, მშობლებს, ბებია-ბაბუების ჯანმრთელობას – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას

გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, მშობლებს, ბებია-ბაბუების ჯანმრთელობას – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ რეკომენდაციები დაიცვეს.

 

მისი თქმით, სოწრედ რეკომენდაციების დაცვამ გამოიწვია ის, რომ ბოლო კვირას მაქსიმუმ 10 ახალი შემთხვევა გვაქვს.

 

„წინა კვირას გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ იმის გამო, რომ უმრავლესობამ დაიცავით რეკომენდაციები, დღეს ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება 10 ახალ შემთხვევას“,- დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მოსახლეობას დაცული რეკომენდაციების გამო მადლობა გადაუხადა.

 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან რეკომენდაციები და სახლში დარჩნენ.

 

„გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, რომ ჩვენ დაცივცავთ თქვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების ჯანმრთელობა. თუ ამას დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ძალიან ნაკლები დაზიანებით“,- აღნიშნა მან.

 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება
2020-04-21საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X