
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიდგა.
„ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები, არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ.
შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 74 მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.






















