
„რაც ვუსმენ ჩვენს ექიმებს, გვეუბნებიან 2 კვირაში იქნება პიკი, მერე ისევ ორი კვირით გადაიწია ამ პიკმა და ფაქტობრივად პროგნოზი ვერ გაარტყეს, რომელიც იქნებოდა ნამდვილი“, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გულწრფელი, რომ ვიყო რაც ვუსმენ ჩვენს ექიმებს, რომ გვეუბნებიან ორ კვირაში იქნება პიკი, მერე ისევ ორი კვირით და კიდევ ორი კვირით გადაიწია ამ პიკმა, ფაქტობრივად პროგნოზი ვერ გაარტყეს, რომელიც იქნებოდა ნამდვილი.
ითქვა, რომ რაღაც წამლით ვმკურნალობთო და შემდეგ ესეც უარყვეს, თურმე სკანდალი აღმოჩნდა და არასწორია მასე მკურნალობა.
გამოდის, რომ ჩვენი გმირი ექიმები რასაც ვეძახით, ნებისმიერ ადამიანს პატივს ვცემთ, რომელიც უშუალოდ ავადმყოფებს ემსახურება, შეუძლებელია ამ ექიმებს პატივი არ ვცე.
მაგრამ როგორც სამედიცინო დონის, აზრის თვალსაზრისით გმირებად გამოგვყავს ხალხი, რომელიც ფაქტობრივად გვეუბნება, რომ როგორც გაციებას, ისე ვმკურნალობთ, უბრალოდ კარანტინში ზიხართო.
სხვა რეცეპტი, რომ არ აქვთ და ეს მარტო მათი ბრალი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ექიმების მხარდასაჭერი განცხადება გამოაქვეყნა დღესსაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს ასევე განცხადება გააკეთა, ლევან რატიანმა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მათ აკრიტიკებენ: „მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ“
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















