10:16 | 2020-04-22 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის მასობრივ სამარხს ამზადებენ

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის მასობრივ სამარხს ამზადებენ

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსში მასობრივ სამარხს ამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

როგორც ქალაქის მერი, ვირჯილიო ნეტო აცხადებს, კორონავირუსის გამო მანაუსში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასამმაგდა და ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანის დაკრძალვა უწევთ.

 

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სერიოზულ ვითარებაში, ჩვენ არ მიგვიღია დახმარება ფედერალური მთავრობისგან“, – აცხადებს ქალაქის მერი.

 

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 43 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს  2 741 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X