10:58 | 2020-04-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

რომელ წყაროს მიეკუთვნება ახალი დადასტურებული შემთხვევა

რომელ წყაროს მიეკუთვნება ახალი დადასტურებული შემთხვევა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა.

 

როგორც ეზუგბაია ამბობს, ინფიცირებულებიდან ორი ბოლნისის, ხოლო ერთი სვანეთის კლასტერია.

 

ამ დროისთვის ჩვენთან გვაქვს 45 დადასტურებული შემთხვევა. როგორც იცით დღეს დაემატა სამი ახალი შემთხვევა. აქედან ჩვენთან არცერთი არ არის მოთავსებული, თუმცა მათი დაინფიცირების წყარო ცნობილია. ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროები და სვანეთის წყარო.

 

გამოჯანმრთელებულებს რაც შეეხება, დღეს დილით ჩვენთან დაემატა ერთი გამოჯანმრთელებული.

 

როგორც იცით, ჩვენ გვყავდა ორი მძიმე პაციენტი. მათი მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

მისივე თქმით, კოვიდის ცენტრებში სულ 313 ინფიცირებულია მოთავსებული.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 პაციენტი, აქედან 97 გამოჯანრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X