13:32 | 2020-04-22 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა – CNN

ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა – CNN

კორონავირუსის მქონე პაციენტები, რომლებიც ჰიდროქსიქლოროკინით (პლაქუენილი) მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკში მოექცნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პრეპარატი არ მიუღია.

 

ამის შესახებ მოწმობს ამერიკის ვეტერანების ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრების კვლევა, რომელიც ასობით პაციენტის გამოცდილებას ეყრდნობა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

კვლევა, რომელშიც განიხილეს ვეტერანების სამედიცინო ბარათები, წინასწარ უკვე დაიბეჭდა medrxiv.org-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ არ არის რეცენზირებული და არ არის გამოქვეყნებული სამედიცინო ჟურნალში.

 

368 გამოკვლეული პაციენტიდან, 97 პაციენტს, ჰიდროქსიქლოროკინის მიღებისგან სიკვდილის რისკი 27.8% ჰქონდა. 158 პაციენტს, რომლებიც არ იღებდნენ პრეპარატს, სიკვდილის რისკი 11,4%-ად შეფასდა.

 

ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის მკურნალობის საერთო მეთოდი და ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა კვლევები, თუ რომელი პრეპარატია საუკეთესო.

 

ჰიფროქსიქლოროკინს ათწლეულების განმავლობაში, იყენებდნენ ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა მალარია, ლუპუსი და რევმატოიდული ართრიტი.

 

ამ პრეპარატთან დაკავშირებით, დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც თქვა, რომ ჰიფროქსიქლოროკინი „თამაშის წესებს“ შეცვლის.

 

ამის გამო, ტრამპი ბევრმა სპეციალისტმა გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტურობა ბოლომდე დამტკიცებული ჯერ არ არის.

 

ასევე გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებს ჰიდროქსიქლოროკინის კომბინაცია ანტიბიოტიკ აზითრომიცინთან ერთად, როგორსაც ძირითადად იყენებენ მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნები.

 

„ამ კვლევაში ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ იმის მტკიცებულება, რომ ჰიდროქსილქლოროკინი, როგორც აზითრომიცინთან, ისე მის გარეშე, ამცირებდა კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზირებულებში, სუნთქვის აპარატთან შეერთების რისკებს“, – წერენ ავტორები.

 

რა ვიცით ჰიდროქსიქლოროკინზე? 

 

დონალდ ტრამპმა,19 მარტს გამოაცხადა, ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქუენილი) აზითრომიცინთან კომბინაციაში კოვიდ-19-ის მკურნალობის მხრივ დიდ იმედს იძლევა და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

 

მას შემდეგ, ამერიკული მედია წერდა, რომ აფთიაქებში მასობრივად დაიწყეს ჰიდროქსიქლოროკინის შეძენა. 25 მარტს, გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპის რჩევის შემდეგ, მამაკაცმა შეიძინა პრეპარატი და ზედოზირების გამო გარდაიცვალა.

 

ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ კვლევა, პარიზული კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის მიერაა წარმოებული და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო „ბეჭედი“ დასმული ჯერ არ არის, სამედიცინო ცენტრების უმრავლესობამ ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება დაიწყო, მათ შორის საქართველომაც.

 

არსებობს პროდუქტი, რომელსაც ჰქვია ქლოროკინ ფოსფატი და მეორეს ჰქვია ჰიდროქლოროკინი, მაგრამ როდესაც აღწევენ ორგანიზმში, იქცევიან როგორც უბრალოდ ქლოროკინი.

 

სამხრეთ კორეის მედიცინის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, პროფესორმა ვუ ჯუ კიმმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პრეპარატის ეფექტურობისა, მისი მიღება ექიმის დანიშვნის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

 

„ქლოროკინი ეს არის წამალი, რომელიც უნდა დაგინიშნოს ოფიციალურად ექიმმა. ადამიანი თუ თავისი ნებით შეიძენს და იყიდის მას, შესაძლოა გადაჭარბებული დოზა მიიღოს. ექიმი ზუსტად გეტყვის რამდენი მიიღო, რომ ეფექტურად იმოქმედოს შენზე და არ მოიწამლო“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X