
ერაყიდან სამშობლოში ერთი თვის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ბათუმის აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს.
27 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის გამო გადმოსვენება აქამდე ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი საზღვარგარეთ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მამა ამბობს, ერაყში ავეჯებს ამზადებდა, უწევდა ღამის ცვლაში მუშაობაც.
ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, ამ თემაზე მშობლებთან არასდროს უსაუბრია. ამ დროის განმავლობაში მიცვალბულსა და მის მეუღლეზე ემიგრანტები ზრუნავდნენ.
„არ ვიცი რა მოუვიდა, თუ რამე აწუხებდა, ისიც უცნობია ჩვენთვის, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მადლობას გადავუხდი აჭარის მთავრობასა და საქართველოს საელჩოს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ უყურადღებოდ არ დატოვეს ჩემი გარდაცვლილი შვილის ცხედარი“- განაცხადა გურამ ცენტერაძემ.
გარდაცვლილის ცოლი 14-დღიან საკარანტინე პერიოდს გაივლის. მიცვალებულს კი ქობულეთში მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.























