
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს 2 კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.“
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
2-კვირიანი შუალედებით PCR ტესტირება პირველ რიგში, ჩაუტარდება ცხელების ცენტრებსა და covid კლინიკების პერსონალს, ასევე სასწრაფო დახმარების სრულ შემადგენლობას.
ხაზაშვილი სააფთიაქო ქსელების თანამშრომლების შემოწმების საკითსაც შეეხო და განაცხადა, რომ მათი შემოწმება რისკების შეფასების მიხედვით მოხდება.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში ახალი ვირუსის 416 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა – 107 პაციენტი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, ბოლო მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















