
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დედებმა პირბადეების კერვა დაიწყეს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. დედების მიერ შეკერილი 5000 პირბადე უსასყიდლოდ დარიგდა.
„ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობისა და თანამონაწილეობისა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში“
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპაქრიაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის კვირაცხოველობის სახელობის დედათა მონასტერთან ორი წელია სამკერვალო სახელოსნო ფუნქციონირებს.
მონაზვნები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში – სახელოსნოში ხელსაქმით, კერვითა და ქარგვითა არიან დაკავებული.
გარდა ამისა, მონასტერში იკერება ეპარქიაში არსებული წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეების ფორმები, იქარგება ლოგოები.
ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონასტრის დედებმა გადაწყვიტეს ამ საქმეშიც ჩარულიყვნენ და პირბადეების დამზადება დაიწყეს.
მონასტერში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ყოველდღე აქ 500-მდე პირბადე მზადდება.
სამკერვალოში დამზადებული 5000 პირბადე უსასყიდლოდ დაურიგდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას“
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპაქრია – ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობა
🙏 „ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობისა და თანამონაწილეობისა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში“🔹️ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპაქრიაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის კვირაცხოველობის სახელობის დედათა მონასტერთან ორი წელია სამკერვალო სახელოსნო ფუნქციონირებს. მონაზვნები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში – სახელოსნოში ხელსაქმით, კერვითა და ქარგვითა არიან დაკავებული. გარდა ამისა, მონასტერში იკერება ეპარქიაში არსებული წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეების ფორმები, იქარგება ლოგოები.🔹️ ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონასტრის დედებმა გადაწყვიტეს ამ საქმეშიც ჩარულიყვნენ და პირბადეების დამზადება დაიწყეს. 🔹️ მონასტერში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ყოველდღე აქ 500-მდე პირბადე მზადდება. 🔹️ სამკერვალოში დამზადებული 5000 პირბადე უსასყიდლოდ დაურიგდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.https://www.facebook.com/KakhetisMkhare/videos/806900066466401/?v=806900066466401
Gepostet von საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური am Mittwoch, 22. April 2020






















