
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ.
ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს.
კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობს პურის თვითღირებულებაში.
შესაბამისად წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს და ეს არის ის ქმედითი მექანიზმები, რომლითაც ჩვენ ფასის კონტროლს შევძლებთ და არა კონკრეტული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






















