17:08 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

არც პირბადე და არც დისტანცია – მარნეულში ფერმერების პროდუქტების გატანამ ქაოსი გამოიწვია

არც პირბადე და არც დისტანცია – მარნეულში ფერმერების პროდუქტების გატანამ ქაოსი გამოიწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში, ფერმერების პროდუქტის გასატანად დღეს დილიდან სადისტრიბუციო ავტომობილები შევიდნენ.

 

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ფერმერები ცდილობენ თავიანთი პროდუქტი სადისტრიბუციო მანქანებს გაატანინონ, რაც არეულობასაც იწვევს.

 

პროცესი საკარანტინე წესების დარღვევით მიმდინარეობს.

 

მეურნეები დისტანციას არ იცავენ და არც პირბადეები აქვთ.

 

როგორც ცნობილია 22 აპრილს შულავერში მარნეულის 7 სოფლის მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია გამართა.

 

ისინი მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ და სოფლის პროდუქტის რეალიზებაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვდნენ.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე 

ავტორი: Prime Time

X