
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ დღის განმავლობაში იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 169 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. მათ შორის არიან ის მედიკოსებიც, რომელთაც ინფიცირებულ პაციენტებთან შეხება აქვთ.
ლაბორატორიაში გამოსაკვლევი დარჩა თერჯოლის მუნიციპლაიტეტის სოფელ ღვანკითიდან გადაგზავნილი 18 პირის ბიოლოგიური ნიმუში. მათი კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 425-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 111. გარდაიცვალა 5.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს






















