
აშშ-ის ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსი მოსახლეობის 13.9%-ს გადატანილი აქვს.
კვლევის შედეგებზე შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ისაუბრა.
ის არ გამორიცხავს, რომ ნიუ-იორკის შტატში ვირუსი შესაძლოა უკვე მოიხადა 3 მილიონამდე ადამიანმა.
ანალიზი დაახლოებით 3 000 ადამიანს აუღეს, ზოგს სახლში, ზოგს მაღაზიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ღიაა. ანტისხეულები ამ ჯგუფიდან კაცების 15.9%-ს აღმოაჩნდა და ქალების 12%-ს.






















