
„რესპექტ ეკა, ყოჩაღ!!! ამ კრიზისში მთელ უწყებას მოავლო თავისი რკინისებური ხელი და შეუცდომლად მართავს, 10 ბალიან შტორმში ჩავარდნილი უშიშარი კაპიტანივით“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაკავშირებით.
„როდესაც სერგეენკო შეცვალეს ეკა ტიკარაძით, ვიფიქრე, რომ დავიღუპეთ. სერგეენკო – ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი, ავტორიტეტული მასტოდონტი ჩაანაცვლეს ამ კაფანდარა გოგოთი. მაგრამ, თურმე ძალიან მაგრად ვცდებოდი. ეს ვინ ყოფილა?! ხუთი სერგეენკო ერთად, კვადრატში. ამ კრიზისში მთელ უწყებას მოავლო თავისი რკინისებური ხელი და შეუცდომლად მართავს, 10 ბალიან შტორმში ჩავარდნილი უშიშარი კაპიტანივით. რესპექტ ეკა, ყოჩაღ!!!“ – წერს გია აბაშიძე.






















