10:03 | 2020-04-25 ავტორი: Prime Time

სპეცრეისით ბარსელონადან სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა

სპეცრეისით ბარსელონადან სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისით ბარსელონადან სამშობლოში 177 ადამიანი დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით აჭარაში განლაგებულ საკარანტინო ზონებში გადანაწილდნენ.

 

საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, აჭარაში მდებარე საკარანტინო ზონებში განთავსებულია 1570 მოქალაქე.

 

მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

 

27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი;

 

30 აპრილი – თბილისი-მადრიდი-თბილისი;

 

2 მაისი – თბილისი-პრაღა-თბილისი.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისებით საქართველოში მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და თელ-ავივიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნებულთა საერთო რიცხვი 6900-ს აჭარბებს.

 

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

 

ავტორი: Prime Time

X