16:13 | 2020-04-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საუდის არაბეთში გაროზგვა, როგორც დასჯის ფორმა, კანონით აიკრძალა

საუდის არაბეთში გაროზგვა, როგორც დასჯის ფორმა, კანონით აიკრძალა

საუდის არაბეთის უზენაესმა სასამართლომ, დასჯის ფორმებიდან გაროზგვა ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კანონში გაიწერა, რომ როზგები უნდა შეიცვალოს ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

„ეს გადაწყვეტილება რეფორმების ნაწილია, რომელიც მეფე სალმანმა დაიწყო და კერძოდ ამას ხელმძღვანელობს მისი მემკვიდრე, მუჰამედ ბენ სალმანი“, – აღნიშნავენ დოკუმენტში.

 

თავდაპირველად საუდის არაბეთში გაროზგვას უსჯიდნენ ყაჩაღებს, ცილისმწამელებს და თაღლითებს.

 

ბოლო წლების განმავლობაში, საუდის არაბეთში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო ქალებისთვის მანქანის ტარების უფლების მინიჭება, ასევე მამაკაცების გარეშე მოგზაურობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მამაკაცების გარეშე შეკრება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X