
თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში რამდენიმე ინფიცირებული პაციენტი ოზონოთერაპიის მეშვეობით მე-7 მე-9 დღეს გამოჯანმრთელდნენ.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, ოზონოთერაპია გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში ოზონის შეყვანას სპეციალური მეთოდით, „ეს არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს“
„შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მაგალითად, ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.
ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ 19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ოზონის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დაიწყო და მას შემდეგ, თავისი მრავალი სასარგებლო თვისების გამო, წარმატებით გამოიყენება ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
ოზონი უძლიერესი იმუნომოდულატორია. იგი აღადგენს სისხლის მიმოქცევას კაპილარულ დონეზე და აჯანსაღებს ორგანიზმს. პაციენტი, რომელიც ოზონოთერაპიას იტარებს, ხანგძლივი დროის განმავლობაში დაცულია ყოველგვარი მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დაავადებებისგან მაგალითად, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.
ოზონოთერაპია ებრძვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ყველა ფაქტორს და არა ერთ კონკრეტულ დაავადებას. თუკი პაციენტს აწუხებს რამდენიმე დაავადება, ოზონოთერაპიას პარალელურ რეჟიმში შეუძლია მათთან გამკლავება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან 456 ადამიანია ინფიცირებულია, აქედან 139 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, სპაციონარში კი 571 პაციენტს აკვირდებიან.
მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან
შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა
გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!
10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან
შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს
პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს
350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება
სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე






















