21:06 | 2020-04-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოზურგეთში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 24 წლის ბიჭი დააკავეს

ოზურგეთში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 24 წლის ბიჭი დააკავეს

პოლიციამ გურიაში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X