14:26 | 2020-04-26 ავტორი: Prime Time

თეთრიწყაროში ინფიცირებული 20-მდე ადამიანია, მათგან უმეტესი მედიკოსი

თეთრიწყაროში ინფიცირებული 20-მდე ადამიანია, მათგან უმეტესი მედიკოსი

თეთრიწყაროში კოვიდინფიცირებული 20-მდე ადამიანია – ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

 

„თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა და გუშინდელის შედეგია, რომ გამოვლინდა ინფიცირებულები. სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები არიან ბევრნი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა არის თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, გზაში არიან და იმედია რომ მოხერხდება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში დროული შეკავება” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ავტორი: Prime Time

X