19:59 | 2020-04-27 ავტორი: თამთა თორდია

ყველა ქვეყანას და საქართველოსაც, აქვს ღონისძიებების შემსუბუქების გაწერილი გეგმა – გამყრელიძე 

ყველა ქვეყანას და საქართველოსაც, აქვს ღონისძიებების შემსუბუქების გაწერილი გეგმა – გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებითა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მცირედით შემსუბუქდა „კოვიდის“ საწინააღმდეგო, საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებები.

 

„ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში და ზოგადად, ქვეყანაში მანქანებს შიდა გადაადგილების უფლება მიეცათ, ასევე ადამიანებს, რომლებიც გასული იყვნენ ქალაქებიდან დღესასწაულებზე, ორი დღის განმავლობაში შინ დაბრუნებისა და მოძრაობის საშუალება მიეცათ.

 

ეს გასათვალისწინებელი ფაქტია. მოგეხსენებათ, მთლიანად ევროპაში იწყება გარკვეულწილად შემამსუბუქებელი ღონისძიებები, რომელიც ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული.

 

ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, აქვს შემსუბუქების ღონისძიებების გაწერილი გეგმა, რომელიც გასულ კვირას იქნა წარმოდგენილი და რომელიც დაახლოებით ორ-ნახევარ თვეზე მეტხანს გრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

დღეიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.

 

იხილეთ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა:

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: თამთა თორდია

X