
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 517 -მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კარანტინის რეჟიმშია 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი.
ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.






















