
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღანელის ლევან გოფოძის თქმით, კლინიკში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
გოფოძის თქმით, კლინიკაში 47 პაციენტს აქვს COVID19 დადასტურებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პაციენტის პასუხებს ელოდებიან და შესაძლოა დღესვე გაწერონ კლინიკიდან.
„გუშინ ჩვენგან სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, დღეს ველოდებით კიდევ ერთი პაციენტის დადასტურებას, 4 საათზე გვექნება რეტესტირების პასუხები.
თუ პასუხი კვლავ ნეგატიური მოვა ისიც დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.






















