20:45 | 2020-04-29 ავტორი: Prime Time

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 10-ით მოიმატა.

 

ამ დროის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში COVID-19 საერთო ჯამში 178-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ აისახა.

 

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, საღამოს საათებში მათი რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 517-ს შეადგენს.

ავტორი: Prime Time

X