09:27 | 2020-04-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში გამოძიება დაიწყო მკურნალობის მეთოდზე, რომელიც ბათუმში წარმატებით გამოსცადეს

აშშ-ში გამოძიება დაიწყო მკურნალობის მეთოდზე, რომელიც ბათუმში წარმატებით გამოსცადეს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტეხასის შტატში ფედერალურმა სასამართლომ ერთ-ერთ ჯანმრთელობის ცენტრს ოზონოთერაპიის გამოყენება Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ აუკრძალა და საქმეს ამერიკის FDA-მ და FBI-მ გამოიძიეს.

 

„პოსტი არ ემსახურება არავის კრიტიკას, არამედ არასამედიცინო საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და წარმოადგენს ჩემს პირად აზრს. რადგან ბევრმა მომწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ შევეცდები გაგცეთ პასუხი.

რა პრინციპული განსხვავებაა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილ და ექსპერიმენტულ მკურნალობას შორის?

 

როდესაც პაციენტს ეძლევა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილი მკურნალობა, მას ექიმი, როგორც წესი, აზრს არ ეკითხება; უბრალოდ ეუბნება რომ პაციენტს ეს წამალი ეკუთვნის. ამ ერთი შეხედვით მარტივი ქმედების უკან დგას წლების განმავლობაში დაგროვილი კვლევები და გამოცდილება ამ წამლის უსაფრთხოების და დადებითი ეფექტების შესახებ. ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, პაციენტს აქვს უფლება, უარი თქვას შეთავაზებულ მკურნალობაზე, რადგან პირველ რიგში ის არის პასუხისმგებელი თავის ჯანმრთელობაზე.

 

როდესაც პაციენტს ეძლევა ექსპერიმენტული მკურნალობა (კვლევის სახით), მას უნდა განემარტოს რომ პაციენტი არის **ექსპერიმენტის** ნაწილი, ანუ ის რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს წამალი მას უფრო ავნებს თუ უფრო უშველის; მას უნდა ავუხსნათ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები და ვინმემ (როგორც წესი წამლის თუ პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ ან თავად კვლევის დამფინანსებელმა) უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველანაირი პოტენციური ზარალის ანაზღაურებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მესამე, ნეიტრალური მოწმის თანდასწრების პირობებში და პაციენტმა (ან მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელმა ოჯახის წევრმა) ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის დოკუმენტს. ამავე დროს, უნდა არსებობდეს საღი აზრის ფარგლებში ეჭვი, თუ რატომ არის ეთიკურად გამართლებული ადამიანზე კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარება.

 

მაგალითისთვის, გუშინ შტატების ფედერალურმა სასამართლომ დალასის (ტეხასის შტატი) ერთ ერთი ჯანმრთელობის ცენტრს აუკრძალა ოზონოთერაპიის გამოყენება კოვიდ 19 დაავადებულების სამკურნალოდ კონკრეტული შემთხვევა ამერიკის FDA-მ და FBI-მ გამოიძიეს“, – წერს მამუკა მაჩაიძე.

 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ოზონოთერაპიით მკურნალობამ ბათუმში საოცარი შედეგი აჩვენა და ინფიცირებულ პაციენტებს ვირუსი ორგანიზმში მე-7 და მე-9 დღეს გაუქრათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რა არის ოზონოთერაპია, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ 
2020-04-25რა არის ოზონოთერაპია, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ 
 
მკურნალობის ამ მეთოდით ვირუსი 7-9 დღეში ქრება - ბათუმში ექიმებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენეს
2020-04-25მკურნალობის ამ მეთოდით ვირუსი 7-9 დღეში ქრება - ბათუმში ექიმებმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენეს

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X