09:58 | 2020-04-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

ახალი კვლევა პრეპარატ „რემდესივირზე“ – რა პოიზიტიური შედეგი აჩვენა კვლევამ

ახალი კვლევა პრეპარატ „რემდესივირზე“ – რა პოიზიტიური შედეგი აჩვენა კვლევამ

პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს. ამის შესახებ CNN წერს.

 

უცხოური მედიის ცნობით, კლვევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტების 31 პროცენტით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწობს ხელს.

 

შედეგს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

 

„შედეგებმა აჩვენა, რომ „რემდესივირს“ მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროცენტიანი მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია,“ – განაცხადა ფაუჩიმ.

 

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მედიკამენტზე ჩატარებულმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ ის, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

იმ პაციენტებში, რომლებიც „რემდესივირს“ ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო.

 

კვლევაში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X