
ქუჩის პოლიტიკა ამ საარჩევნო სისტემით დამთავრდება და დაიწყება კვალიფიციური პოლიტიკა, როგორც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში“, – ასე გამოეხმაურა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებას.
მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში მსგავსი შეკრებების ფორმატი დასრულებულია და „სამოქალაქო მოძრაობას“ ამ ფორმატში ვეღარ ხედავს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მაჟორიტარებზე მსჯელობაში ჩავერთოთ, თუმცა ესეც ნაადრევად მიმაჩნია. მთავარია ეს შეთანხმება კანონში აისახოს. როდესაც აისახება, მაშინ ვიქნებით მზად, რომ ჩავერთოთ დისკუსიებში. მთვარია ხუნდაძემ და ბერაიამ არ ააყირაონ და არ დაგვახიონ ის შეთანხმება თავზე. ამის შანსი ნაკლებია, მაგრამ რაფერია გამორიცხული.
პოლიტპატიმრებს რაც შეეხება, რამდენად ნამუსიანია ხელისუფლება, ამას ვნახავთ ხვალ. ხვალ არის ბესიკ თამლიანის პროცესი. ხვალ არის პირველი ტესტი, თუ გამოუშვებენ ბესიკ თამლიანს, მაშინ დაიწყებენ თავისი პირობის შესრულებას“,- აღნიშნა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, „სამოქალაქო მოძრაობა“ შესაძლოა, მალე პარტიად ჩამოყალიბდეს.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ გუშინ, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.






















