
დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მერია სთავაზობს თავშესაფარს, რომელიც არის განთავსებული ლილოში და საკმაოდ ბევრი ადგილია დარჩენილი.
ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული თავშესაფრით, რომელიც არის ყველანაირად მოწესრიგებული, სუფთა და კვებით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.






















