
მეც ცუდად ვარ, შაქარმა ამიწია. მერიის შენობასთან ვრჩები კარავში, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ტრანსგენდერმა ქალმა გაბრიელამ განუცხადა.
მისი თქმით, ის და თავის მეგობრები ბინის ქირას ვერ იხდიან, სხვაგან წასასვლელი კი არ აქვთ.
„ჩემა მეგობარმა მერიასთან თავის დაწვა სცადა. არ ვიცი, როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეც ცუდად ვარ. შაქარმა ამიწია. სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. ხვალ მეც იმავეს გავაკეთებ,“ – აცხადებს გაბრიელა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ტრანსგენდერმა ქალმა მერიის შენობასთან ბენზინი გადაისხა და სუიციდი სცადა.






















