
საფრანგეთში 106 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს.
ელენ ლეფევრს კორონავირუსი 15 აპრილს ხანდაზმულთა თავშესაფარში დაუდასტურდა, სადაც 200 მოხუცებული ცხოვრობს.
ქალს მაღალი ტემპერატური და სისუსტე ჰქონდა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს.
ლეფევრი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბადა.
როდესაც ის 5 წლის იყო, მსოფლიოში „ესპანური გრიპის“ პანდემია დაიწყო, რომელსაც 20-50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთის, ბოლო მონაცემებით საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 167 305 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 51 124, ხოლო გარდაიცვალა 24 628 პაციენტი.






















