16:09 | 2020-05-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვინ შეცვლის ნინო ჟიჟილაშვილს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე

ვინ შეცვლის ნინო ჟიჟილაშვილს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო ჟიჟილასვილი აღარ იქნება. როგორც ცნობილია, მას ამ თანამდებობაზე არხის გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია შეცვლის.

 

თავად ინგა გრიგოლია ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჟიჟილაშვილი ძალიან დიდ ტოქშოუს იწყებს.

 

„ნინო ჟიჟილაშვილი კვირაში სამჯერ ძალიან დიდ ტოქშოუს იწყებს. ჩვენი არხის კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც არის ახალი ამბები და ტოქშოუები, ასე გადავწყვიტეთ, რომ მე ვიქნები საინფორმაციოს ხელმძღვანელი და ნინო დაიწყებს საინტერესო პროექტს“, – თქვა გრიგოლიამ.

 

ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თებერვლის ბოლო კვირაში გახდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X