13:41 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის

ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის

ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა!

არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ – ასე გამოეხმაურა ბიძინა კულუმბეგოვი, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია.
კულუმბეგოვი საქართველოში არსებული სტატისტიკის შესახებ საუბრობს:

ერთდაერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის 1 მაისის ტვიტერზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებია.

ალბათ გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აუცილებლობაა სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნების,” – წერს კულუმბეგოვი.
ცნობილი იმუნოლოგი მკურნალობის საკითხის ირგვლი გაკეთებულ საკუთარ განცხდადებასაც განმარტავს:
მე ავღნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე.
ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა – კულუმბეგოვი
უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციებს ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ.
აღნიშნული მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში.
რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას,” – წერს კულუმბეგოვი
და ბოლოს, იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს:
პ.ს. და ბოლოს, ბატონო თენგიზ მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა!
არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას მე ვარ მართალი თუ თქვენ.
მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს!
ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-თან დაკავშირებით  ექიმი ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია.
ავტორი: Prime Time

X