
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა.
მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 221ადამიანი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.






















