
ყვარელში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.
ყვარლის საზოგადოებრივი. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ სეფაშვილის ინფორმაციით, თავად ექიმს კვლევა კიდევ ჩაუტარდა და პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.
„მეუღლეს და შვილებს ჩავუტარეთ კვლევა და პასუხი უარყოფითია. თავად ქალბატონისათვის განმეორებითი კვლევის ჩატარების უფლება ჩვენ არ გვქონდა. ის სტაციონარშია, მას ღრმა კვლევა ჩაუტარდა და პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი,“- განაცხადა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ დაფიქსირდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















