
„როცა გარკვეული დრო მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ოჯახთან, მეუღლესთან. შვილებთან ერთად. ძალიან მენატრება ხოლმე ყველა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„ჩემთვის დროის მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა.
ძალიან მნიშველოვანია შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, რაც სჭირდება ქალაქს.
თუმცა, როცა გარკვეული დრო მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან ერთად.
ძალიან მენატრება ხოლმე ყველა.
მაქსიმალურად ცდილობენ მამიკოს დაელოდონ.
თუ დილით ადრე ადგომა არ უწევთ, მელოდებიან ხოლმე, განსაკუთრებით პატარა.
მამიკომ უნდა შეიყვანოს აუცილებლად დასაძინებლად.
რომ გამოვდივარ, ტირიან, ერთი ამბავია ხოლმე“,- ამბობს კალაძე.






















