
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი გაეწერება.
როგორც რატიანმა განაცხადა, ამჟამად კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„ამჟამად კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს. აქედან 68 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს, რამდენიმე წუთში, კლინიკიდან გაეწერება გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი.
ასევე, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი კლინიკას დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით:
ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















