
უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გამო, განსხვავებული რიტმით ცხოვრობს. დაიხურა სკოლები, ბაღები, საჯარო თუ კერძო დაწესებულებები.
დღეიდან, ანუ 4 მაისიდან კი, რამდენიმე ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შერბილებას იწყებს
გერმანია – გაიხსნება სალონები, რელიგიური დაწესებულებები, მუზეუმები. ზოგიერთ რეგიონში ეტაპობრივად გაიხსნება სკოლები, სპორტული დარბაზები, ბარები და რესტორნები კი დახურული რჩება.

ესპანეთი – გაიხსნება მცირე სასურსათო მაღაზიები და სალონები. დაკეტილი დარჩება ბარები და რესტორნები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი, პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
ბელგია – სავაჭრო დაწესებულებების უმეტესობა მუშაობას 11 მაისიდან განაახლებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება კი სავალდებულო ხდება.

სომხეთი – ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50-დან 100-მდე გაიზარდა გაიხსნება მაღაზიები, რესტორნები, ბარები, მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე. დახურული დარჩება სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და სასწავლო დაწესებულებები.

პოლონეთში – სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები მუშაობას განაახლებს.























