
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იმ ჯგუფებს განმარტავს, ვისაც სოციალური დახმარების პაკეტი ეკუთვნის.
მინისტრი სამ ასეთ ჯგუფს გამოუოფს და კდიევ ერთხელ განმარტავს, ვინ არიან ბენეფიციარები და რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ ისინი.
პირველი ჯგუფი
პირველი ბლოკი სამი ჯგუფისგან შედგება და ეს არის დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები, ეხება, იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასი საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეუწყდათ, ასევე შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა ან აღარ იღებენ ხელფასს. ამ შემთხვევაში ეძლევათ 200 ლარიანი კომპენსაცია პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარი.
მეორე ჯგუფი ( ინდივიდუალური მეწარმეები )
შემდეგი ჯგუფია ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თუ მათ უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე, ეძლევათ ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი უკვე მინიჭებული ჰქონდათ 2020 წლის პირველ აპრილამდე.
მესამე ჯგუფი
დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგავსთან დაკავშირებული მესამე ჯგუფია ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი და მათაც ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ექნებათ“, – აღნიშნავს ივანე მაჭავარიანი.
ასევე, დაგაინტერსებთ:























