
სოციალურ ქსელში გავრცელდა სიმღერა, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ლევან რატიანს და სხვა ექიმებს მადლიერების ნიშნად მიუძღვნეს.
ვიდეოს თავად ლევან რატიანი საკუთარ facebook გვერდზე აზიარებს და წერს: „როგორ გამახარეთ“
„ამ სიმღერას, გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტები – ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი ვუძღვნით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს.
მათთან ერთად ყველა ჩვენს გულშემატკივარს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს.”






















