22:29 | 2020-05-04 ავტორი: თამთა თორდია

თუ ვაქცინა იქნება, პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ – ბიძინა კულუმბეგოვი

თუ ვაქცინა იქნება, პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.

 

მეუფე საბა ქადაგებაში ამბობდა, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.

 

„ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის.

 

თუ ვაქცინა იქნება, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება.

 

განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ავტორი: თამთა თორდია

X