
უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„ფაქტია, ყველა ქვეყანაში კორონავირუსმა დაღმასვლა დაიწყო, მართალია იქ ახალი შემთხვევების მატება არ შეწყვეტილა, მაგრამ სიკვდილიანობის და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველა იმ ქვეყანაში იკლებს, რომელიც ლიდერობდა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის“, – განმარტა გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.
მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.






















