
მგელაძეების ოთხშვილიანი ოჯახის უმძიმესი ყოფის შესახებ ინფორმაციას „დედების ფონდი“ ავრცელებს.
ისინი ცხოვრობენ ავტოფარეხში, რომელიც საცხოვრებელ ოთახად გადააკეთეს.
ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ მცირეწლოვანი შვილებისთვის პური რომ ეყიდა, კოვზების ჩაბარებაც კი მოუხდა.
„3-4 ლარი მომცეს და ბავშვებს პური ვუყიდე“, – ამბობს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა.
ბავშვებს საკმაოდ მოკრძალებული ოცნებები აქვთ:
„სათამაშოები… სულერთია, როგორიც იქნება“
„ტელევიზორი რომ მუშაობდეს“
„პლასტელინი, სახატავი რევული, ფანქრები“
„სათამაშო მანქანა, ტორტი…“
ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ დაეხმაროთ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად მისამართლზე: გლდანი, გიორგიწმინდა – იმერეთის ქუჩა N9.
ანგარიშის ნომრები:
GE17TB7174136080100007
GE46BG0000000689979800
მგელაძეების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენმისამართი გიორგიწმინდაGE17TB7174136080100007GE46BG0000000689979800
Gepostet von დედების ფონდი am Dienstag, 5. Mai 2020






















