23:45 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

ვინ გაიტაცა მეუფე იობის მანქანა, რომელიც ავარიაში მოყვა – Exclusive

ვინ გაიტაცა მეუფე იობის მანქანა, რომელიც ავარიაში მოყვა – Exclusive

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება რუის ურბნისის ეპარქიაში მომხდარი კიდევ ერთი სკანდალური ინციდენტის შესახებ.

 

საქმეში ამჯერადაც მეუფე იობის შვილობილი, მამა დავით აქიაშვილი (ერისკაცობაში კობა კობაიძე) ფიგურირებს, რომელიც ამჟამად კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშია ბრალდებული.

 

ყინწვისის მონასტრის ყოფილი მორჩილი „პრაიმტაიმს“ იმ ინციდენტზე უყვება, რომელსაც ის პირადად შეესწრო.

 

რესპონდენტის თხოვნით მის ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცაუცვლელად გთავაზობთ მის მონათხრობს:

 

„მამა დავითი ზოგადად აგრესიულობით გამოირჩევა და ჰქონდა ამბიცია, რომ არაფორმალურად ეკონტროლებინა მთელი ეპარქია.

 

ის მეუფეს კეთილგანწყობით ხშირად სარგებლობდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფს არაერთხელ აუტეხია დებოში. ამის გამო, მეუფემ რამდენჯერმე დასაჯა კიდეც. იყო შემთხვევები, როდესაც თავად ეპარქიის მმართველსაც აღარ ემორჩილებოდა.

 

მაგალითად, მე პირადად ვარ თვითმხილველი, რომ მეუფეს „ჯიპი“ გაიტაცა მთვრალმა, დიდი სიჩქარით მიდიოდა და ბოლოს იქვე ხრამში გადავარდა.

 

ეს კაი ხნის წინ მოხდა, თუმცა გახმაურება არ ისურვეს. ავტომობილი სპეცტექნიკით ამოიყვანეს“, – ყვება რესპონდენტი

ავტორი: Prime Time

X